ჯო ბაიდენი - რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, არ აქვს სხვა მიზანი, გარდა კულტურის განადგურებისა
ჯო ბაიდენი - რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, არ აქვს სხვა მიზანი, გარდა კულტურის განადგურებისა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებაში დაადანაშაულა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს. არ აქვს სხვა მიზანი, გარდა კულტურის განადგურებისა. ახორციელებს პირდაპირ თავდასხმებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა გლობალური თანამშრომლობის სიძლიერეს რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ პუტინმა მთელი ევროპის „ნატოიზაცია” მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წახალისებით, ეძიონ გაწევრიანება თავდაცვის ალიანსში.

„ქმედებები, რომლებიც განახორციელა პუტინმა, ჩემი შეხედულებით, იყო ევროპის „ფინეთიზაციის” მცდელობა, გაეხადა ის სრულად ნეიტრალური, ამის ნაცვლად მან მოახდინა მთელი ევროპის „ნატოიზაცია”, – განაცხადა ბაიდენმა.