ჯო ბაიდენი – რუსეთი საერთაშორისო ნორმებს თუ არ შეასრულებს, სხვა ქვეყნები იქ ინვესტიციებს არ დააბანდებენ
US President Joe Biden holds a press conference after the US-Russia summit in Geneva on June 16, 2021. (Photo by Brendan SMIALOWSKI / AFP) (Photo by BRENDAN SMIALOWSKI/AFP via Getty Images)
რუსეთი საერთაშორისო ნორმებს თუ არ შეასრულებს, სხვა ქვეყნები იქ ინვესტიციებს არ დააბანდებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების დაცვის შემთხვევაში, მას არ აქვს პრობლემა, რომ ამერიკამ რუსეთთან ბიზნესი აწარმოოს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ვაჭრობაზეც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენ ბიზნესი ვაწარმოოთ რუსეთთან, თუ ისინი ამას გააკეთებენ საერთაშორისო ნორმების დაცვით. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსი ხალხის საქმე ეკონომიკურად კარგად მიდიოდეს. ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ ისინი არ ასრულებენ საერთშორისო ნორმებს, სხვა ქვეყნები რუსეთში ინვესტიციებს არ დააბანდებენ. ისინი ამას არ გააკეთებენ, ვიდრე ამერიკელი ბიზნესმენი არის დაკავებული. ამერიკელი ბიზნესის ინვესტიციები თუ გსურს, მაშინ ის უნდა გაათავისუფლო“, – განაცხადა ბაიდენმა.