ჯო ბაიდენი - რუსეთი ნატო-ს და ევროპული პროექტის დასუსტებას ცდილობს
ჯო ბაიდენი - რუსეთი ნატო-ს და ევროპული პროექტის დასუსტებას ცდილობს

რუსეთი ნატო-ს და ევროპული პროექტის დასუსტებას ცდილობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, ძირი გამოუთხაროს ტრანს-ატლანტიკურ ერთობას, რის გამოც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და აშშ-სთვის.

ასევე, ბაიდენმა რუსეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში კიბერშეტევებში მონაწილეობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა კრიტიკულია აშშ-სთვის და მისი მოკავშირეების საერთო უსაფრთხოების დასაცავად.

„ჩვენ გვინდა მომავალი, სადაც ყველა ხალხს თავისუფლად შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი გზა, თავისუფალი ძალადობისა და იძულებისგან. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავბრუნდეთ დაპირისპირებისა და ცივი ომის ბლოკებში“, – განაცხადა ბაიდენმა.