ჯო ბაიდენი - როდესაც ბალიზე შეკრებილი ლიდერები ისწრაფვიან პროგრესისკენ გლობალური მშვიდობის მიმართულებით, პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე, ეს ბარბაროსობაა
ბალიზე ორმხრივი შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები დაგმეს. ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
„მაშინ, როდესაც აქ, ბალიზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები ისწრაფვიან პროგრესისკენ გლობალური მშვიდობის მიმართულებით, პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე – ბავშვებზე და ქალებს. ეს უბრალოდ ბარბაროსობაა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რიში სუნაკი დაეთანხმა ბაიდენს შეფასებაში, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები ბარბაროსული ქმედებაა.
ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერმა არ უპასუხა მედიის შეკითხვებს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.