ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებს, არ მისცენ ხმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ახალ კანდიდატურას
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებს, არ მისცენ ხმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ახალ კანდიდატურას. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ნოემბრის არჩევნებს მოიგებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სენატს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა თავად წარუდგინოს.
„ამ ქვეყნის ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. კონსტიტუციის მიხედვით, მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის ექნება ახალი კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ შესაძლო კანდიდატების სიის გასაჯაროების გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, კანდიდატები პოლიტიკური თავდასხმის სამიზნეებად იქცნენ.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გინსბურგის შემცვლელის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენს.