ჯო ბაიდენი - პუტინმა იცის, რომ იქნება შედეგები, თუ მოხდება არჩევნებში მეტი ჩარევა ან კიბერშეტევა
პუტინმა იცის, რომ იქნება შედეგები, თუ მოხდება არჩევნებში მეტი ჩარევა ან კიბერშეტევა, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგები მოჰყვება არჩევნებში ჩარევას ან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს.
„მან იცის, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მან იცის, რომ ზომებს მივიღებ. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, რა იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების არჩევნებში პირდაპირ ჩაერიოს და ეს ყველამ იცოდეს? რა იქნებოდა, თუ ჩვენ ისეთ საქმიანობას განვახორციელებთ, როგორსაც იგი ეწევა? ის ცდილობს დარწმუნდეს, რომ შეინარჩუნებს ქვეყნის პოზიციას, როგორც დიდ მსოფლიო ძალას“, – განაცხადა ბაიდენმა.