ჯო ბაიდენი - პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს
ჯო ბაიდენი - პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“.

„მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ის ხუთშაბათს, საღამოს ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი შედეგების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ „უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის უაზრო აქტის გამო“.

„ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს აგრესიას ალიანსის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბაიდენი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.