ჯო ბაიდენი - პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან
ჯო ბაიდენი - პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან

რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება მოსკოვს ნატო-ს წევრებზე თავდასხმის მდგომარეობაში დატოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება. პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ“, – აცხადებს ბაიდენი.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეწურება დრო და ფული იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სენატში დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ, რათა კომპრომისისთვის მიეღწიათ, თუმცა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან უკრაინის დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საკითხი, ხოლო რესპუბლიკელებს არ სურთ საზღვრის საკითხზე უკან დახევა.