ჯო ბაიდენი - პუტინი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
ჯო ბაიდენი - პუტინი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ უწოდა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე და განაცხადა, რომ ბუჩაში მკვლელობების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

ბაიდენის თქმით, ბუჩაში მომხდარის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ჩემი აზრით, ეს ომის დანაშაულია. ეს ადამიანი არის სასტიკი და რაც მოხდა ბუჩაში, აღმაშფოთებელია. უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები და გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის შეირაღების მიწოდება, მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს გაგაცნობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაში სდებს ბრალს. კიევი მომხდარს გენოციდად აფასებ.