ჯო ბაიდენი - პრეზიდენტობის პირველივე დღეს კვლავ შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას
ჯო ბაიდენი - პრეზიდენტობის პირველივე დღეს კვლავ შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ამერიკელები უფრო მეტად უსაფრთხოდ არიან, როდესაც ამერიკა ჩართულია გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაში. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და აღვადგენ ჩვენს ლიდერობას მსოფლიო დონეზე“, – დაწერა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კონგრესს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა. ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საბოლოოდ 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს.