ჯო ბაიდენი - პირობას გაძლევთ, ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობას დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონიდან მიმართა.
„დროა, უხეში რიტორიკა გვერდზე გადავდოთ, დავწიოთ ტემპერატურა, ისევ დავინახოთ ერთმანეთი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ პროგრესს; დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან. ბიბლია გვეუბნება, რომ ყველაფერ თავისი დრო აქვს, დრო შენებისთვის, დრო თესვისთვის და მკისთვის და დრო გამთელებისთვის. ახლა ამერიკაში გამთელების დროა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ იქნება პრეზიდენტი, რომელიც მოსახლოებას არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს.
„ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.