აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, წინასაარჩევნო მიტინგებს არ ჩაატარებს.
„როგორც ჩანს, ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო კამპანიაა.
ვაპირებ, რომ გავითვალისწინო ექიმის რჩევები არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს, რომ მე მიტინგებს არ ჩავატარებ“, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ივნისში ოკლაჰომას ქალაქ ტულსაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო მიტინგზე მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი მივიდა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს კამპანიის ფარგლებში ახალი აქცია არ დაუანონსებია.