ჯო ბაიდენი - მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა, ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას
ჯო ბაიდენი - მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა, ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას

ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ბოლო წლებში უფრო ცხადი ხდება, რომ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც არ იქცევა იმის შესაბამისად, რასაც ველოდებოდით და ასევეა ჩინეთიც. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ჩემმა კოლეგებმა ეს საკითხი წამოსწიეს. მათი მოსაზრებით, აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია. მკაფიოდ მინდა ვთქვა – ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა. მე სულ ვახსენებ ხოლმე ამერიკელებს, რომ როდესაც აშშ-ს დაესხნენ თავს, ნატო წინ აღუდგა ამას და პატივისცემით მოეკიდა მეხუთე მუხლის ვალდებულებას. მე მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა. ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, უკვე ათზე მეტი ქვეყანა ასრულებს ნატო-ს შეთანხმებით აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და სხვებიც ამ გზას ადგანან. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.