ჯო ბაიდენი მილიარდერებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა - მილიარდერებმა არ უნდა გადაიხადონ უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა ან მედდამ
ჯო ბაიდენი მილიარდერებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა - მილიარდერებმა არ უნდა გადაიხადონ უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა ან მედდამ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მილიარდერებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს თანხები, შესაძლოა, გამოიყენონ ფედერალური დეფიციტის შემცირებისა და ფედერალური ინიციატივების დასაფინანსებლად.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა „რესპუბლიკელები“ და აღნიშნა, რომ ყოფილი ადმინისტრაციის პოლიტიკით უმდიდრესი მოსახლეობის ერთმა პროცენტმა ისარგებლა.

„მეგობრებო, ვინმე ფიქრობს, რომ საგადასახადო კოდექსი სამართლიანია?“ – იკითხა ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას, რაზეც კანონმდებლებმა პრეზიდენტს უპასუხეს: „არა“.

„არცერთმა მილიარდერმა არ უნდა გადაიხადოს უფრო დაბალი ფედერალური გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელმა, სანიტარულმა მუშაკმა ან მედდამ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.