ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ სი ძინპინის შესახებ თავისი განცხადება ჩინეთთან ურთიერთობას არ ართულებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განაცხადებით, არ ფიქრობს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შესახებ თავისი განცხადება ძირს უთხრის ან ართულებს აშშ-ის ურთიერთობას ჩინეთთან.
„ენტონი ბლინკენი ახლახან იმყოფებოდა ჩინეთში. მე ველოდები, რომ მომავალში, უახლოეს პერიოდში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შევხვდები და არ მგონია, ამ შემთხვევას რეალური შედეგი მოჰყვეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. მოგვიანებით ჩინეთმა ჯო ბაიდენის ამ განცხადებას აბსურდული და უპასუხისმგებლო უწოდა.