ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის რეაგირება გადაჭარბებულია
ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის რეაგირება გადაჭარბებულია

ღაზაში  ისრაელის სამხედრო პასუხი გადაჭარბებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ღაზის სექტორში რეაგირება გადაჭარბებულია. ახლა ძალიან ვცდილობ, მივაღწიო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას“, – განუცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ბაიდენის თქმით, ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რათა პალესტინელმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ გაზრდილი ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ, დროებით შეწყდეს ცეცხლი და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ.

„ბევრი უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს, რომლებიც უბედურებაში არიან და კვდებიან, ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.