ჯო ბაიდენი მექსიკაში იმყოფება

14:00, 09.01.2023
U.S. President Joe Biden speaks with border patrol officers as he walks along the border fence during his visit to the U.S.-Mexico border to assess border enforcement operations, in El Paso, Texas, U.S., January 8, 2023.  REUTERS/Kevin Lamarque

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკაში ჩავიდა. აეროპორტში მას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ობრადორი დახვდა.

ბაიდენი, ობრადორი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ხვალ ჩრდილოეთ ამერიკის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

მექსიკაში გამგზავრებამდე ჯო ბაიდენი აშშ-მექსიკის საზღვარზე მივიდა და კედლის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს.

მექსიკაში ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ემიგრაცია იქნება. გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.

მსგავსი