ჯო ბაიდენი - ლგბტქი თემის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან უსაფრთხოების საკითხით, მინდა, მივმართო მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს, გვიყვარხართ, გვესმის თქვენი
ჯო ბაიდენი - ლგბტქი თემის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან უსაფრთხოების საკითხით, მინდა, მივმართო მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს, გვიყვარხართ, გვესმის თქვენი

ვიცი, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენელი ადამიანები შეშფოთებულები არიან მომავლისა და უსაფრთხოების საკითხით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიცი, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენელი ადამიანები შეშფოთებულები არიან მათი მომავლისა და უსაფრთხოების საკითხით. მინდა, მივმართო მთელ მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს, გვიყვარხართ, გვესმის თქვენი“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თეთრ სახლში ლგბტქი თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება ლგბტქი პრაიდის თვის აღსანიშნად გაიმართა.