ჯო ბაიდენი კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა
ჯო ბაიდენი კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

როგორც მოსალოდნელია, ჯო ბაიდენი მისი ადმინისტრაციის პირველი 100 დღის მიღწევებზე ისაუბრებს, ასევე განსაზღვრავს თავისი პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამომავლო ხედვებს.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ეკონომიკაზე ისაუბრებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ გასულ კვირას განაცხადა, ჯო ბაიდენი წარმოადგენს სახარჯო და საგადასახადო ინიციატივას სახელწოდებით „ამერიკული ოჯახების გეგმა“. სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად ის ისაუბრებს ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობასა და პოლიციის რეფორმაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლისას დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.