ჯო ბაიდენი კოლორადოში, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

თეთრი სახლის პრესანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა უმრავლესობა შეშფოთებულია ბაიდენის ასაკით, რადგან თუ ის გაიმარჯვებს, მეორე ვადის დასაწყისში 82 წლის იქნება.