ჯო ბაიდენი – ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ

15:26, 10.11.2022
U.S. President Joe Biden speaks about the Friday jobs report and the U.S. economy as he delivers remarks at an "American Rescue Plan challenge event" in the Eisenhower Executive Office Building at the White House in Washington, U.S., September 2, 2022. REUTERS/Jonathan Ernst

რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის პერიოდისთვის ყველას მოუწევს თავისი პოზიციების გადაფასება.

ბაიდენის განცხადებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ.

„უკრაინას ბევრი რამ სურს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მაგალითად, მე მკითხეს, მივცემდით თუ არა ამერიკულ თვითმფრინავებს უკრაინას ცის გარანტიისთვის. მე ვუთხარი – არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ მესამე მსოფლიო ომში ჩართვას რუსულ თვითმფრინავებთან და უშუალოდ ბრძოლაში ჩართვას, მაგრამ მივაწვდით თუ არა მათ ყველა რაციონალურ შესაძლებლობას, დაიცვან თავი? დიახ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი