ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს
ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს. ახალი რეგულაცია მილიონობით დაბალშემოსავლიანი ბავშვებიანი ოჯახებისთვის დახმარების გადასახადს 15 პროცენტით გაზრდის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დახმარება განხორციელდება პანდემიის დაწყებისას ინიცირებული პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია იმ ბავშვებზე, რომლებიც ეყრდნობიან სკოლის კვებას, როგორც ყოველდღიური კვების მთავარ წყაროს.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყველაზე მეტად გაჭირვებულებისთვის „საგანგებო გადასახადების“ გაზრდას, რომელიც ცნობილია, როგორც პროდუქტის ტალონები.

„ბიბისი” წერს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აშშ-ში სულ უფრო ბევრი ადამიანი შიმშილობს. დაახლოებით 50 მილიონი ამერიკელი – მათ შორის 17 მილიონი ბავშვი, ახლა საკვების მხრივ დაუცველად მიიჩნევა.

ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის მინიმალურ ხელფასს გაზრდის. ახალი რეგულაციით, ფედერალური მუშაკები საათში 7.5 დოლარის ნაცვლად, 15 დოლარს მიიღებენ.