ჯო ბაიდენი – კაპიტოლიუმზე შტურმისას პოლიციის 140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა, როგორ ბედავს ვინმე, დააკნინოს და უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც პოლიციელებმა გამოიარეს?
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ პირებს აკრიტიკებს, რომლებიც ცდილობენ, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მნიშვნელობა შეამცირონ.
„140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა 6 იანვარს. ადრეც ვთქვი: როგორ ბედავს ვინმე, დააკნინოს ან უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც მათ გამოიარეს? მე კაპიტოლიუმის პოლიციელების გვერდით ვდგავარ. ვიმედოვნებ, „რესპუბლიკელებს“ რცხვენიათ, რაც ჩაიდინეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძირის გამოსათხრელად“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ბაიდენის ეს სტატუსი უკავშირდება Fox News-ის წამყვანის, ტაკერ კარლსონის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ მომზადებულ გადაცემას, რომელიც, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ბრაიან მანგერმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადაცემა შეიცავდა „შეურაცხმყოფელ და შეცდომაში შემყვან დასკვნებს“.
More than 140 officers were injured on Jan 6.
I’ve said before: How dare anyone diminish or deny the hell they went through?
I stand with the @CapitolPolice.
I hope House Republicans feel ashamed for what was done to undermine our law enforcement. https://t.co/pES1zApH9Y
— President Biden (@POTUS) March 8, 2023