ჯო ბაიდენი - ჯეიმს დევიდ ვენსი დონალდ ტრამპის კლონია, მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ
ჯეიმს დევიდ ვენსი დონალდ ტრამპის კლონია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილავს დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს, სენატორ ვენსს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის „კლონს“.
„ის ტრამპის კლონია. მე ვერ ვხედავ განსხვავებას მათ შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.
ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.