ჯო ბაიდენი - ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, არის რკინისებრი
ჯო ბაიდენი - ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, არის რკინისებრი

ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანი „სერიოზული თავდასხმით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა ათი დღის წინ დაარტყა სირიაში ირანის საკონსულოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც მე ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტული საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებრი. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, პირველ აპრილს საჰაერო თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობა. შედეგად, დაიღუპა შვიდი ირანელი მაღალჩინოსანი და სირიის ექვსი მოქალაქე.