ჯო ბაიდენი - იმედი მაქვს, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით
ჯო ბაიდენი - იმედი მაქვს, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის მოქალაქეები ჩვეულ ცხოვრებას 2022 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდებიან. ეს განცხადება ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„მე მაფრთხილებდნენ, რომ ამ კითხვაზე არ გამეცა პასუხი, რადგან ეს ზუსტად არ ვიცით. მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ გაზაფხულზე ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მანამდე აუცილებელია, ხალხმა განაგრძოს წესების დაცვა. ხალხი უნდა იყოს გამჭრიახი და უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ შესაძლოა, კიდევ ბევრი დანაკარგი გვქონდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამავე პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის უკვე მაისის ბოლოს ექნება საკმარისი რაოდენობით ვაქცინები, რათა ყველა მოქალაქე აცრას.