ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდა
ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში შეხვდა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენმა შეაქო იაპონიის ლიდერი სწრაფი და „მამაცი“ წინააღმდეგობისთვის რუსეთის უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყნები ახლა უფრო გააღრმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-თან ერთად გააგრძელებს მსოფლიოს გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას.

„როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა კიშიდამ.

როგორც „როიტერი“ წერს, საერთო ჯამში, აშშ-მა და იაპონიამ გააფორმეს 70-მდე შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.