ჯო ბაიდენი ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ხანძარს დიდ კატასტროფას უწოდებს, აშშ-ის მთავრობა დაზარალებულთა დასახმარებლად დაფინანსებას გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე გაჩენილ ტყის ხანძარს დიდი კატასტროფა უწოდა.
მედიის ცნობით, ამერიკის მთავრობა გამოყოფს დაფინანსებას ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.
მაუიში დაზარალებული პირები შეძლებენ, მიიღონ სახსრები დახმარებისთვის, რომელიც იქნება განკუთვნილი დროებითი საცხოვრებელი სახლებისთვის, სახლის რემონტისა და დაუზღვეველი ქონების დანაკრგების ასანაზღაურებლად.
ამასთან, ჯო ბაიდებმა დიდი მწუხარება გამოთქვა ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.
ბოლო მონაცემებით, ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.