ჯო ბაიდენი - ეს არის ბნელი დღეები, ქვეყანა კვლავ იპოვის თავის ჭეშმარიტ კომპასს და გამოვა, როგორც ყოველთვის უფრო ძლიერი, გონიერი და გამძლე, თუ შევინარჩუნებთ რწმენას
ჯო ბაიდენი - ეს არის ბნელი დღეები, ქვეყანა კვლავ იპოვის თავის ჭეშმარიტ კომპასს და გამოვა, როგორც ყოველთვის უფრო ძლიერი, გონიერი და გამძლე, თუ შევინარჩუნებთ რწმენას

აშშ-ის  ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანას ბნელი დღეები ელოდება და ხალხს ოპტიმიზმის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ჯო ბაიდენი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც დაასრულა სიმსივნის მკურნალობის კურსი. ის სიტყვით გამოვიდა ბოსტონში. ბაიდენმა ისაუბრა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ თავდასხმებზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიმიტების გამოცდაზე დონალდ ტრამპის მხრიდან.

„დაარსებიდან მოყოლებული, ამერიკა მსახურობდა, როგორც შუქურა უძლიერესი იდეისთვის მსოფლიოს ისტორიაში. იდეა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი არმია. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ნებისმიერი დიქტატორი“, – განაცხადა ქვ ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ დამოკიდებულია შეზღუდული ძალაუფლების მქონე პრეზიდენტზე, ფუნქციონირებად კონგრესზე და ავტონომიურ სასამართლო სისტემაზე.

„მეგობრებო, არ შემიძლია ამ ყველაფრის შემსუბუქება. ეს არის ბნელი დღეები. ქვეყანა კვლავ იპოვის თავის ჭეშმარიტ კომპასს და გამოვა, როგორც ყოველთვის, უფრო ძლიერი, უფრო გონიერი და უფრო გამძლე, უფრო სამართლიანი, თუ შევინარჩუნებთ რწმენას“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ჩამოთვალა იმ ადამიანების მაგალითები, რომლებიც იცავენ პოზიციას მოქმედი ადმინისტრაციის მუქარის წინააღმდეგ, ასევე უნივერსიტეტები და კომიკოსები, რომლებიც ტრამპის სამიზნეა.

ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა რესპუბლიკელი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საუბრობენ.

„250 წლის განმავლობაში, ეს იყო ეგზისტენციური ბრძოლა საფრთხესა და შესაძლებლობას შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ხელახლა წამოდგნენ ფეხზე.