ჯო ბაიდენი - ძალადობა, რომელიც ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს, მიუღებელია
ჯო ბაიდენი - ძალადობა, რომელიც ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს, მიუღებელია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის თქმით, „ძალადობა, რომელიც ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს, მიუღებელია“. ამის შესახებ მან „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფოლოიდის სიკვდილით გამოწვეულ აქციებს, რომელიც აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, ძალადობაში გადაიზარდა.

„მსგავსი ძალადობის გაპროტესტება სწორი და აუცილებელია. ეს არის ამერიკული პასუხი. მაგრამ, რაიონების გადაწვა და უაზრო განადგურება – არა. ძალადობა, რომელიც ემუქრება სიცოცხლეს, მიუღებელია. ძალადობა, რომელიც მიმართულია იმ საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას ემსახურება, მიუღებელია. პროტესტის აქტმა არ უნდა დაჩრდილოს მიზეზი, რის გამოც პროტესტი დაიწყო“, – წერს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარს ჯერ მინეაპოლისში, შემდეგ კი აშშ-ის ბევრ ქალაქში აქციები მოჰყვა.