ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების რაოდენობის გაზრდას არ დათანხმდა
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების რაოდენობის გაზრდას არ დათანხმდა. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველი დებატები 29 სექტემბერს ინდიანას შტატში გაიმართება.
ტრამპის შტაბი გამოდიოდა ინიციატივით, რომ კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები დაგეგმილზე მეტჯერ გამართულიყო.
სულ ბაიდენსა და ტრამპს შორის დებატები პირდაპირ ეთერში სამჯერ გაიმართება. 15 ოქტომბერს კანდიდატები ერთმანეთს მიჩიგანში, ხოლო 22 ოქტომბერს იუტას შტატში დაუპირისპირდებიან.
დებატები 90 წუთი გაგრძელდება და მას პირდაპირ ეთერში ყველა წამყვანი ამერიკული ტელეკომპანია აჩვენებს.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.