ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.

დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთსა და რუსეთს უნდა მოუწოდოს, შეწყვიტონ კონფლიქტის გამწვავება იარაღისა და მებრძოლების უზრუნველყოფით.

„ერთთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპისთვის უკვე დიდი ხანია დროა, პირდაპირ მიმართოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებს და კონფლიქტის დაუყოვნებლივ დეესკალაციას მიაღწიოს, ასევე შეაჩეროს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული ძალების შეღწევა“, – განაცხადა ბაიდენმა.