ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს - გამოაქვეყნე საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს - გამოაქვეყნე საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

„გამოაქვეყნე საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე“, – ასე მიმართა ოჰაიოში მედიასთან საუბრისას ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გსურთ ვისაუბროთ კორუფციაზე. მე გამოვაქვეყნე ჩემი 21 წლის საგადასახადო დეკლარაციები. მე კონგრესში შევედი, როგორც ერთ-ერთი უღარიბესი ადამიანი და კონგრესი დავტოვე როგორც მთავრობის ერთ-ერთმა უღარიბესმა წევრმა და ვიცეპრეზიდენტმა. მე თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის გარდა შემოსავალი არ მქონია. ბატონო პრეზიდენტო, რიჩარდ ნიქსონმაც კი გამოაქვეყნა საგადასახადო დეკლარაციები. ბატონო პრეზიდენტო, გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ყოფილ ვიცეპრეზიდენტს კორუფციასა და უკრაინაში თავისი შვილის ბიზნესინტერესების ლობირებისთვის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.