ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ის ამერიკის არმიას იყენებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. მან ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ“, – წერს ბაიდენი.
He’s using the American military against the American people.
He tear-gassed peaceful protesters and fired rubber bullets.
For a photo.
For our children, for the very soul of our country, we must defeat him. But I mean it when I say this: we can only do it together. https://t.co/G1yE67q9Nz
— Joe Biden (@JoeBiden) June 2, 2020