ჯო ბაიდენი - ჩვენს მეტოქეებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის დემოკრატიის მზე ჩაესვენა, მაგრამ ისინი ცდებიან
ჯო ბაიდენი - ჩვენს მეტოქეებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის დემოკრატიის მზე ჩაესვენა, მაგრამ ისინი ცდებიან

ჩვენს მეტოქეებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის დემოკრატიის მზე ჩაესვენა, მაგრამ ისინი ცდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა.

„დღეს მოვედი კრიზისზე და შესაძლებლობებზე სასაუბროდ, ჩვენი ქვეყნის განახლებაზე სასაუბროდ. ჩვენი დემოკრატიის აღდგენაზე და ამერიკის მომავალის გამარჯვებაზე სასაუბროდ. ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, ასი დღე მას შემდეგ, რაც ფიცი დავდე და ხელი მედო ბიბლიაზე. მერგო ქვეყნა, რომელიც კრიზისში იყო – ყველაზე საშინელ პანდემიას ებრძოდა საუკუნის განმავლობაში. უმკლავდებოდა ყველაზე უარეს ეკონომიკურ კრიზისს დიდი დეპრესიის შემდეგ და სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე დიდ თავდასხმას ჩვენს დემოკრატიაზე. ახლა ასი დღის შემდეგ შემიძლია, გაუწყოთ, რომ აშშ კვლავ ამოძრავდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, „ამერიკლებს ყოველთვის შეეძლოთ ფეხზე წამოდგომა და ახლა სწორედ ამას აკეთებენ“.

„ამერიკა კვლავ აღდგენის პროცესშია. მან აირჩია იმედი და უარი თქვა შიშზე, აირჩია სიმართლე და სინათლე, უარი თქვა სიბნელეზე. განახლებისა და გადარჩენის ასი დღის შემდეგ ამერიკა მზადაა, კვლავ მზადაა ასაფრენად. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ, ვოცნებობთ, კვლავ ვაკეთებთ აღმოჩენებს და კვლავ ვუდგავართ სათავეში სამყაროს. ჩვენ ვაჩვენეთ სამყაროს და ერთმანეთს, რომ აშშ არ ჩერდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა ასევე ისაუბრა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ.

„ბოლოს მინდა, გითხრათ, რომ როდესაც აქ ვართ შეკრებილები, ჩვენს წარმოდგენაში კვლავ ცოცხალია სურათი, რომელშიც მოძალადე ბრბო თავს ესხმის კაპიტოილიუმს და ახდენს ჩვენი დემოკრატიის დისკრედიტაციას. ამ დროს ბევრი თქვენგანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. სიცოცხლეები დავკარგეთ. არაჩვეულებრივი გამბედაობა ვაჩვენეთ. ეს ამბოხი გახლდათ ეგზისტენციალური კრიზისი და გამოცდა, შეძლებთ თუ არა ჩვენი დემოკრატია გადარჩენას და ის გადარჩა.

შეძლებთ კი ჩვენი დემოკრატია შეასრულოს დაპირება, რომ ჩვენ ყველა თანასწორები ვართ და უნდა გვქონდეს ღირსეულად ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების შანსი? შეუძლია ჩვენს დემოკრატიას უპასუხოს ჩვენი ხალხის საჭიროებებს? შეუძლია დემოკრატიას დაძლიოს ტყუილი, ბრაზი, სიძულვილი და შიში, რომელიც ჩვენ გვყოფდა? აშშ-ის მეტოქეებს მიაჩნიათ და ფსონს დებენ, რომ დემოკრატიას ეს არ შეუძლია. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეპყრობილები ბრაზით და განხეთქილებით. ისინი უყურებენ სურათებს, რომელზეც ბრბო ესხმის თავს კაპიტოლიუმს და ამბობენ, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ აშშ-ის დემოკრატიის მზე ჩაესვენა. მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ დემოკრატია კვლავ მუშაობს და ჩვენ შეგვიძლია ხალხის წინაშე დადებული პირობის შესრულება. ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეპოქის გამოწვევას ვუპასუხებთ და დავამტკიცებთ, რომ დემოკრატია არის მტკიცე და ძლიერი. ავტოკრატები მომავალში არ გაიმარჯვებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ. მომავალი ამერიკას ეკუთვნის. დემოკრატია ამოქმედდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი