ჯო ბაიდენი - ჩვენი პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას, მართლმსაჯულება ემსახურება ხალხს, ის არ იცავს გავლენიანებს
ჯო ბაიდენი - ჩვენი პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას, მართლმსაჯულება ემსახურება ხალხს, ის არ იცავს გავლენიანებს

ჩვენი პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას, – ეს განცხადება აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თმით, მართლმსაჯულება ემსახურება ხალხს და ის არ იცავს გავლენიან ადამიანებს.

„ჩვენი პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას. მართლმსაჯულება ემსახურება ხალხს – ის არ იცავს გავლენიანებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ, დემოკრატები ტრამპს აჯანყების წაქეზებაში ადანაშაულებენ.

მედიის ინფორმაციით, დემოკრატი კონგრესმენები აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენას 11 იანვარს გეგმავენ.