ჯო ბაიდენი - ჩვენ უნდა მივყიდოთ თურქეთს „ეფ-16“-ები, მჭირდება კონგრესის თანხმობა, რომ შევძლო ამის გაკეთება
ჯო ბაიდენი - ჩვენ უნდა მივყიდოთ თურქეთს „ეფ-16“-ები, მჭირდება კონგრესის თანხმობა, რომ შევძლო ამის გაკეთება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის ინტერესი, რომ თურქეთს თვითმფრინავები, „ეფ-16“-ები არ მიჰყიდონ.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია ჰქონდა მას დეკემბერში და არც ახლა შეუცვლია.

ბაიდენის განცხადებით, კონკრესის თანხმობა სჭირდება, რომ ამის გაკეთება შეძლოს.

„რაც ჯერ კიდევ დეკემბერში ვთქვი, ჩვენ უნდა მივყიდოთ მათ „ეფ-16“-ები და ასევე, ეს ეხება არსებული თვითმრინავების მოდერნიზებას. არ არის ინტერესი, რომ ეს არ გაკეთდეს. ეს არის ჩემი პოზიცია დეკემბრის შემდეგ. ეს არ იყო რაიმეს სანაცვლოდ გაცემული უპირატესობა. ჩვენ უნდა გავყიდოთ ეს. მე მჭირდება კონგრესის თანხმობა, რომ შევძლო ამის გაკეთება. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.