ჯო ბაიდენი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს
ჯო ბაიდენი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

ირანი თავს დაესხმება ისრაელს „უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად გარდაუვალი იქნება ირანის თავდასხმა ისრაელზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა იქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“.

კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ ჩაიდენ ამას“.

„ჩვენ ერთგული ვართ ისრაელის დაცვაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე გამოცემა „აქსიოსმა” აშშ-ის მთავრობის სამ წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან.