ჯო ბაიდენი - ჩვენ გვინდა კონკურენცია და არა კონფლიქტი ჩინეთთან, ვეწინააღმდეგებით ჩინეთის უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკას
ჯო ბაიდენი - ჩვენ გვინდა კონკურენცია და არა კონფლიქტი ჩინეთთან, ვეწინააღმდეგებით ჩინეთის უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან „ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა“.

„ჩვენ გვინდა კონკურენცია ჩინეთთან და არა კონფლიქტი. ვეწინააღმდეგებით ჩინეთის უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აშშ დაიცავს ტაივანს.