ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის საკითხზე სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს
ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის საკითხზე სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხზე სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯეი ინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

მუნ ჯეი ინმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბაიდენმა და მუნმა ასევე ისაუბრეს აშშ-სამხრეთ კორეის, ფხენიანის ბირთვული შეიარაღების, „კოვიდ-19“-ისა და კლიმატური ცვლილებების საკითხზე.