ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა
ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ბაიდენის ხელისუფლების გადაბარების გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საერთო პრიორიტეტებს შორის კორონავირუსის გავრცელების შეკავებისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განიხილეს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ირლანდიის საზღვრის თემასაც, რა დროსაც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმების დაცვის მნიშვნელობას ბრექსიტის პროცესში. საუბარია 1998 წლის წითელი პარასკევის შეთანხმებაზე, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი დაასრულა და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმი შექმნა.

„არჩეულმა პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ინტერესი დიდ ბრიტანეთთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთობლივ ტრანსატლანტიკურ პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩრდილოეთ ირლანდიის წითელი პარასკევის შეთანხმებისადმი“, – ნათქვამია ბაიდენის შტაბის განცხადებაში.