ჯო ბაიდენი - ბლინკენმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ
ჯო ბაიდენი - ბლინკენმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ

ბლინკენმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, – ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა პროგრესს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ არ გჭირდებათ ამის კითხვა. შეგიძლიათ იკითხოთ, რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 18-19 ივნისს ეწვია. პეკინში ის ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ჩინეთის ლიდერის პირველი შეხვედრა იყო 2018 წლის შემდეგ.