ჯო ბაიდენი - ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება
ჯო ბაიდენი - ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ თავი დაიცვას, მაგრამ, როგორც ბაიდენი ამბობს, „ნეთანიაჰუმ უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს უდანაშაულო მსხვერპლებს, რომლებიც იღუპებიან“.

„ვფიქრობ, ის უფრო მეტად აზიანებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქალაქ რაფაჰში ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაცია მისთვის „წითელი ხაზია“.