ჯო ბაიდენი - ავღანეთში ომი 31 აგვისტოს დასრულდება
ჯო ბაიდენი - ავღანეთში ომი 31 აგვისტოს დასრულდება

აშშ-ის ავღანეთში სამხედრო მისიას 31 აგვისტოს დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ ავღანეთში ერის მშენებლობისთვის არ წავსულვართ. ავღანელი ლიდერები უნდა შეთანხმდნენ და მომავლისკენ გადადგან ნაბიჯები“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ავღანეთში კონფლიქტს სამხედრო გამოსავალი არ აქვს.

„კიდევ რამდენი ათასი ამერიკელის სიცოცხლით ხართ მზად, გარისკოთ? მე არ გავაგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთის ომში, ისე რომ სხვა შედეგის მიღწევის გონივრული მოლოდინი არ არსებობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ავღანეთში ომის დასრულება არ ნიშნავს, რომ მისია შესრულებულია.

„მისია შესრულებულია იმ კუთხით, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შევძელით და ტერორიზმი არ მომდინარეობს მსოფლიოს ამ ნაწილიდან“, – თქვა ბაიდენმა.