ჯო ბაიდენი - აუცილებელია მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ
ჯო ბაიდენი - აუცილებელია მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა მომხრეებს მოუწოდა, მოთმინება გამოიჩინონ, ვიდრე ამომრჩეველთა ხმების დათვლა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„აშშ-ში არჩევნები წმინდაა. ეს არის ამ ერის ნების გამოხატულება. ეს არის ამომრჩეველთა ნება. აშშ-ის პრეზიდენტს ისინი ირჩევენ და არავინ სხვა. ამიტომ, ყველა ბიულეტენის დათვლა აუცილებელია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს და ეს ასეც უნდა იყოს. დემოკრატია ხანდახან რთულია და არეულია. ხანდახან ის მოითხოვს მოთმინებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, სიმშვიდე შეინარჩუნოს. პროცესი გრძელდება. ხმებს ითვლიან და ჩვენ შედეგები სულ მალე გვეცოდინება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ამჟამად ხმების დათვლის პროცესი აშშ-ის ხუთ შტატში კიდევ გრძელდება. პარალელურად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატში ხმების გადათვლას ითხოვს.

წინასწარი შედგებით, ამჟამად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.