ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის
ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა.

„დღეს შესრულდა ერთი თვე უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრიდან. ნატო-ს სამიტზე ჩვენ გვქონდა ერთიანი პოზიცია სამ ძირითად მმიშვნელოვან საკითხზე ჩვენს ევროპელ მოკავირეებთან. პირველი იყო უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით. მეორე იყო უმნიშვნელოვანესი სანქციების დაწესება, ეკონომიკური სანქციების, რომელიც ოდესმე დაწესებულა რათა ზიანი მიგვეყენებინა პუტინის ეკონომიკისთვის და დაგვესაჯა პუტინი მისი ქმედებებისთვის.

მესამე იყო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რომლებიც ძალიან შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რაც მოხდა. აშშ-მა აღმოუჩინა უკრაინას დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარი რაც პრეზიდენტად ამირჩიეს, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვის და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და საბრძოლო მასალა. ჩვენი იარაღი ახლაც მიეწოდება უკრაინას, ვიდრე აქ ვსაუბრობ.

დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინას კიდევ დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით. ჩვენ განვახორციელებთ 320 მილიონი დოლარის ინვესტირებას დემოკრატიის მედეგობის და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად უკრაინაში და მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოებში“,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინი ასევე თანამშრომლობენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან საკვების და ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

„ასევე გამოვაცხადეთ სანქციების დაწესება 400-ზე მეტ პირზე, მათ შორის რუსეთის დუმის 300 წევრზე, ოლიგარქებზე და რუსეთის სამხედრო კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის საომარ მანქანას. ასევე, ევროპაში განთავსებულ 100 ათას ამერიკელ ჯარისკაცთან დამატებით, ნატო-მ დაამტკიცა ოთხი საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო გაიხლიჩებოდა. დეკემბერსა და იანვარში მასთან საუბრისას ჩემთვის ნათელი გახდა, ის არ ელოდა, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით ამ კავშირის შენარჩუნებას. ნატო არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც ახლა. პუტინმა მიიღო იმის საწინააღმდეგო შედეგები, რასაც ის უკრაინაში გეგმავდა“,- განაცხადა ბაიდენმა.