ჯო ბაიდენი – აშშ მუშაობს გაერო-სთან, ისრაელთან, ეგვიპტესა და იორდანიასთან, რათა შემსუბუქდეს „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები
აშშ მუშაობს გაერო-სთან, ისრაელთან, ეგვიპტესთან და იორდანიასთან, რათა შემსუბუქდეს „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები, – ამის შესახებ ასშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ მუშაობს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის მთავრობებთან და გაერო-სთან მხარდაჭერის გასაზრდელად, რათა შემსუბუქდეს „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები, შეიქმნას დახმარების მიწოდების აღდგენისთვის საჭირო პირობები და დაცული იყოს ომის კანონი“, – წერს ჯო ბაიდენი.
The U.S. is working with the governments of Israel, Egypt, Jordan — and with the UN — to surge support to ease the humanitarian consequences of Hamas’s attack, create conditions needed to resume the flow of assistance, and advocate for the upholding of the law of war.
— President Biden (@POTUS) October 14, 2023