ჯო ბაიდენი - აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ციხანოვსკაიას მოწოდებას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ბაიდენმა ამერიკის მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სვეტლანა ციხანოვსკაიას მოთხოვნას სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ.
„ბელარუსის მამაცი მოქალაქეები აჩვენებენ, რომ მათი ხმებს ვერ გააჩუმებენ ტერორითა და წამებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ციხანოვსკაიას მოწოდებას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ. რუსეთს უნდა უთხრან, რომ არ ჩაერიოს – ეს არ არის გეოპოლიტიკის საკითხი, არამედ საკუთარი ლიდერის არჩევის უფლებაა“, – წერს ბაიდენი „ტვიტერში“.