ჯო ბაიდენი - აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან
ჯო ბაიდენი - აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან

აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს.

ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას.

„სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.