ჯო ბაიდენი - აშშ ერთგული რჩება ისრაელის უსაფრთხოების საკითხის მიმართ, მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ორიენტირებული რჩება ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება ისრაელის უსაფრთხოების საკითხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს და ხელს შეუშლის კონფლიქტის გაღრმავებას, რაც უკვე არსებობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩვენი პერსონალისა და პარტნიორების უსაფრთხოებას რეგიონში, მათ შორის ერაყში. ერაყსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა გადამწყვეტია“, – დასძინა ბაიდენმა.